“გუშინ შეყვანილი დაახლოებით 11 ინფიცირებულიდან, რამდენიმე ექიმია” – ლევან რატიანი

ლევან რატიანი ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11-მდე პაციენტი მიიღეს, მათ შორის რამდენიმე ექიმია.

„გუშინ შემოგვივიდა დაახლოებით 11 პაციენტი კოვიდინფიცირებული. აქედან რამდენიმე მათგანი არის, სამწუხაროდ, ექიმი. ანუ არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან. ამიტომ, რომ გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში და ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ დესოციალიზირებული, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. რამდნიმე ექიმია, ექიმებიც, სამწუხაროდ, ვართ დაუცველი, რაც არ უნდა დავიცვათ“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია მოზარდების მდგომარეობა.

„გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმედია, რამდენიმე დღეში დადგება მომენტი და ეს ბავშვები გაეწერებიან სახლში“, – აღნიშნ რატიანმა.

მსგავსი თემები