“გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა და ქვეყანაში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევაა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა.

მისივე თქმით, გუშინ დილიდან დღემდე 25 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და გახდა 456 დადასტურებული შემთხვევა.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც დიდია, ჯამში 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 132 გამოჯანმრთელებული გვყავს. ამ ეტაპზე 323 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. დინამიკაში დავაკვირდებით ყველაფერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები