“გუშინ პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტავ, ერთხელ მაინც გაეხსნა ის, რამეს მაინც ისწავლიდა” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიასთან გამოჩენის გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

„გუშინ წმინდა იოანეს ტაძართან პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტა, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი. ბიბლია რომ გაეხსნა, რამეს ისწავლიდა. ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი თავი გვიყვარს. ეს რთული სამუშაოა, თუმცა ეს ამერიკის სამუშაოა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

1-ელ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

მისივე თქმით, არც ერთ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მოქალაქეების ხმები ჩაახშოს

მსგავსი თემები