გურჯაანის ბაგა-ბაღებს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადაეცა

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადასცა. ბაგა-ბაღებში ახალი ინვენტარის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება, ამჯერად საწოლის კომპლექტები და სათამაშოები ბავშვთა მაღალკონტიგენტიან ბაღებს გადაეცათ.

როგორც  გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი აცხადებს,  ყოველწლიურად,  დანაზოგიდან ახერხებენ ზაფხულობით ბაგა-ბაღების გარკვეულ ნაწილს, განუახლონ სალოგინე აქსესუარები და  მცირე რაოდენობით სათამაშოები შეიძინონ.

” წლეულს გურჯაანის ნომერ პირველ და მეოთხე ბაღს, ასევე სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე ბაღს და ახაშნის ბაგა- ბაღს გადავეცით ლოგინის აქსესუარები: ლეიბი, საბანი და პლედი – სულ 65 კომპლექტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეოთხე ბაღს შარშან გადავეცით ლოგინის კომპლექტები. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვთა კონტიგენტი გაიზარდა, დავუმატეთ 20-20 ცალი“, – აცხადებს თევდორაშვილი.

მისივე თქმით, ჩუმლაყის პირველ და მეორე, ყიტაანის, ზეგაანის, მუკუზნის და კაჭრეთის ზონის ბაღებისთვის კი თითოეულ ჯგუფზე ორასი ლარის ფარგლებში სათამაშოები შეიძინეს.

მსგავსი თემები