გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, 25 სოფელი გაზიფიცირდება

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის 25 სოფელში, გაზიფიცირება იგეგმება. ორზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა, რომლის თემშიც 6 სოფელი შედის, 2019-2021 წლებში, მთლიანად გაზიფიცირდება.

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება. 

მსგავსი თემები