გურამ მაჭარაშვილი „თიბისის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს

​ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი,“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავენ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კომისია ეფექტური ვერ იქნება.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. მთავარია, რამდენად დაეხმარა საპარლამენტო კომისია გამოძიებას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იცით, რომ იყო შექმნილი საპარლამენტო კომისია (სარალიძის საქმეზე), საპარლამენტო უმცირესობა იყო უმრავლესობაში და რეალურად, ამ საქმესთან დაკავშირებით, სწორედ  სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიძიეს  მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე  სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, რამდენად შეიძლება, ეფექტური იყოს საპარლამენტო კომისიის შექმნა, ეს სამსჯელო თემაა. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით არ გვქონია მსჯელობა, თუმცა, მთელი ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე აუცილებლად გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში იყოს წარმართული“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები