გურამიშვილის გამზირზე, ორი მამაკაცი მოკლეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი მამაკაცია მოკლული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.

მსგავსი თემები