“გუნდიდან წასულები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ” – მამუკა მდინარაძე

“გუნდიდან წასულებთან გვქონდა შეხვედრა და საუბარი იმაზე, ხომ არ შეცვლიდნენ პოზიციას, რადგან აშკარად გუშინ ეს იყო სპონტანური, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი რჩებიან პარლამენტის ძალიან ღირსეულ წევრებად და კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, რომელიც ქვეყანას ბევრ რამეში წაადგება.

„ხვალ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ თვენახევრის წინ დააანონსა 10 გამოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის მუშაობის გეგმა და ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლოს, მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ჩავაბარებთ ანგარიშს. ათივე გამოწვევასთან დაკავშირებით ყველა რეფორმის განხორციელების და ყველა გამოწვევის განხორციელების შესახებ ინფორმაციას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები