გუდაურში ნაცემ უცხოელ პარაპლანისტებს პარლამენტის წინ აქციაში მონაწილეობა შესთავაზეს

გუდაურში, 9 ივნისს ნაცემ რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და პოლიტიკური გზავნილების გაკეთება შესთავაზეს. ინფორმაცია “მთავარს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც გუდაურში პარაპლანით ფრენის ბიზნესი აქვთ, ანალოგიური ბიზნესის უცხოელ წარმომადგენლებს სცემეს.

როგორც უკრაინელი და რუსი პარაპლანისტები აცხადებენ, დაპირისპირება ბიზნესის გამო მოხდა, კერძოდ, ადგილობრივები მათ კლიენტების წართმევაში ადანაშაულებენ. ნაცემია 3 ადამიანი, დაზიანებულია ავტომობილები.

დაშავებულებმა მედიცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.

მსგავსი თემები