გუდაურში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე ცხედარი აღმოაჩინეს.

ცხედარი იდენტიფიცირებულია და მას შესაბამისი პროცედურები უტარდება.

ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 იანვარს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.

გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

https://mcm.ge/კობი-გუდაურის-გზაზე-ზვავ/

მსგავსი თემები