გუგუტიანთკარელებისთვის, სახლების დემონტაჟისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ჯერჯერობით უცნობია, აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.

გუგუტიანთკარში რუსი ჯარისკაცების გამოჩენიდან უკვე 11 დღე გავიდა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა გორის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაში იმყოფება და დასვენების დასრულების შემდეგ გეგმავს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას. 

გუშინ სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ შორის იყო 8 ელჩი, რომლებიც ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი თემები