გუბერნატორმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა

გუბერნატორმა  და  ყაზბეგის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროექტებზე იმსჯელეს.

შალვა კერესელიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილ  საკითხებზე.

„დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან. სწორედ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მოქმედებით ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და ხალხისთვის სასარგებლო გავხადოთ“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

 

მსგავსი თემები