გუბერნატორების კოორდინაცია მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში გადავა – გიორგი ხატიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გიორგი ხატიძე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის გამოყოფასთან და მის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადატანასთან დაკავშირებით.

დეპუტატის განცხადებით, გუბერნატორების, როგორც რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით ხდება ცენტრალური ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის დაყვანა ადგილობრივ დონეზე.

​მისივე აზრით, გუბერნატორების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა ერთი რომელიმე სამინიტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ. რაც გააუმჯობესებს ცენტრსა და რეგიონებს, და პირიქით რეგიონებსა და ცენტრს შორის კავშირსა და კოორდინაციას, ასევე,  მთლიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობას.

“ასეთი სტრატეგია გამომდინარეობს დღევანდელი საჭიროებებიდან, რომ ცენტრსა და რეგიონებს შორის კოორდინაციაში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონების ეკონომიკური განვითარების კუთხით, ჩართული იყოს არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა”, – აცხადებს გიორგი ხატიძე.

რაც შეეხება ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარის წარდგენას, მისი შეფასებით, ის ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის შვილია და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რაც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას რეგიონებში. მას უშუალო შეხება აქვს რეგიონებთან და კარგად იცის ის გამოწვევები, რაც რეგიონებშია.

“მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ახალი სამსახური ეფექტიანი იქნება, გაუმჯობესდება კოორდინაცია და რეგიონების ეკონომიკური განვითარება”, – აცხადებს დეპუტატი. .

მსგავსი თემები