„გრუზინსკებმა მუხრანბატონის სადავო ქონება „მაი მარკეტის“ მიხედვით შეაფასეს“ – ბაგრატიონების დავა

„პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“ – ეს ქონება ბაგრატიონ გრუზინსკების მხარებ ბაგრატიონ მუხრანბატონს 190 000 ლარად შეუფასეს. ეს სწორედ ის ქონებაა, რომელსაც ანა დედოფალი ყოფილ მეუღლეს ედავება. დავით ბაგრატიონი კი ანას, სხვა ყველაფერთან ერთად, ექსპერტობასაც უწუნებს და აცხადებს, რომ 190 000 ლარი არარეალური თანხაა.

თუ როგორ შეაფასა დედოფალის მხარემ მანქანები, აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ლევან ჩხეიძე აღნიშნავს, ანამ „მაი მარკეტზე“ არსებული ფასებით იხელმძღვანელა.

„არ ვთვლი, რომ ეს სწორი შეფასებაა. მოწინააღმდეგე მხარემ, 3 ავტომობილის ღირებულებად 190 ათასი ლარი გამოაცხადა მაშინ, როცა ეს მანქანები ამ თანხასთან ახლოსაც ვერ მივა. საინტერესოა ისიც, რომ მანქანებს არც ექსპერტიზა ჩატარებია. ადგნენ და „MYMARKET.GE“- დან ამოიღეს ანალოგიური ავტომობილების იმავე წლის გამოშვება რა ეღირებოდა და ამის საფუძველზე მოახდინეს კალკულაცია. ყველას, ვისაც ამ ავტომობილებზე წარმოდგენა გააჩნია, რომ გადახედოს რომელიც წლის ავტომობილებია, ეს თანხა ძალიან გაზვიადებულია“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს ძვირადღირებულ ავტომობილებს – „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“ ედავება. დედოფლის მხარემ, აღნიშნული ქონება 190 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა. სასამართლო ქონების გაყოფა-არგაყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები