გრიპი და კორონავირუსის თანხვედრა მძიმე ვითარებას შექმნის“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად კორონავირუსი უკან დაიხევდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრაზეც საუბრობს და მოსახლეობას შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ტემპერატურის ზემოქმედება როლს ვერ ასრულებს ვირუსის უკუსვლაზე, ეს ჩანს კიდევაც უკვე იმ მაღალი ტემპერატურის მქონე ქვეყნებში, სადაც არ მომხდარა ეპიდემიის უკუსვლა, რაც შეეხება გრიპის და კორონავირუსის თანხვედრას, საგულისხმოა, რომ გრიპი ისედაც მძიმე ტვირთია თუ მოხდა თანხვედრა ამ ორი ინფექციის ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის, ამიტომ აქვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინიმუმ გრიპის პროფილაქტიკა მოვახდინოთ და შემოდგომაზე, ოქტომბრის თვიდან, როცა დაიწყება ვაქცინაცია ავიცრათ გრიპზე,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები