“გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დეკემბრის ბოლო სამ კვირაში ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 312 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„მწვავე რესპირატორული ინფექციებით შარშან თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 40% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 19%-ია. ანუ ეს მიუთითებს, რომ შედარებით კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს გრიპი წელს და ეს გამოწვეულია იმით, რომ ცირკულირებს ქვეყანაში უპირატესად „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც „ა“ ტიპის გრიპის ვირუსთან შედარებით ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით. ქვეყანა დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები