გრიპის ვირუსით დაავადებული 9 000-მდე მოქალაქეა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია.

უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდე შემცირდა.

“ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც,”- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან.

მსგავსი თემები