გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უცვლელია, აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება.

იმ შემთხვევაში, თუკი აღგენიშნებათ ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებებს, თვითმკურნალობა დაუშვებელია. 

ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს. რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს.

ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ შემთხვევებთან შედარებით, ვირუსული გრიპით დაავადებული ადამიანები არ არიან საავადმყოფოში. ამის მიზეზი კი, თბილი და მზიანი ამინდებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო 10 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი H1N1 ვირუსით 2009-2010 წლებში, 53 პაციენტი, 2015-2016 წლებში 50 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები