გრიგორი კარასინი საქართველოს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს და აცხადებს, რომ თბილისი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების წინააღმდეგია და საერთაშორისო  არენაზე მის საწინააღმდეგო საქმიანობას განაგრძობს.

როგორც გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, თბილისის არამეგობრული და არაპარტნიორული ქმედებები 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზებას საფრთხეს უქმნის.

„თბილისი ამ დრომდე უარს აცხადებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საერთაშორისო არენაზე ჩვენს საწინააღმდეგო საქმიანობას აგრძელებს. ის ასევე მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ მათი ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და ამით ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – აცხადებს გრიგორი კარასინმა.

კარასინი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როცა ორმხრივი საქონლის ბრუნვა იზრდება და მიმდინარე წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდს ელოდება, საქართველოს მხრიდან ამგვარი ურთიერთობები მიუღებელია.

მსგავსი თემები