„გოქჩენის აეროპორტიდან“ მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

სტამბოლში, „გოქჩენის აეროპორტში,“ თვითფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში ჩავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა მგზავრები პანიკაში იმყოფებიან და მათი ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თურქეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევას ვსხვერპლი არ მოჰყოლია. 117-ვე მგზავრი ამ დროისთვის უსაფრთხოდაა. ისინი იზმირიდან სტამბულის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

 მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს.

მსგავსი თემები