გორში ერთ-ერთ ქუჩას მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელი დაერქმევა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ნანიკო ბერიაშვილის სახელი დარქმევა.

გასული წლის ოქტომბერში მოკლული 9 წლის გოგონას სახელის მინიჭების ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის სურვილით წამოაყენა.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილი გოგონას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ნანიკოს სახელობის სკვერის მოწყობასაც გეგმავს.

„ოჯახის სურვილი იყო და სხდომაზე ინიციატივა წარვადგინე. ამ ტკივილს ოჯახს ვერ შევუმსუბუქებთ, მაგრამ ბავშვის სახელი დარჩება ამ ქუჩას. ეს იყო ძალადობა და ნანიკო ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, ყველას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა და ყველამ, მათ შორის ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალში მსგავსი საშინელება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის 25 ოქტომბერს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გორში მოკლული იპოვეს. 

მსგავსი თემები