გორის სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის მოქალაქეს ბრალი გუშინ წარედგინა.

მომხდარზე გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელი ორი დღის წინ, საკუთარ სახლში მძინარე მდგომარეობაში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდებული მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

მსგავსი თემები