გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა. ის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის კონტაქტია.

ამ დროისთვის, შიდა ქართლში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის სამი კონტაქტია ინფიცირებული და სამივე საავადმყოფოს თანამშრომელია.

მსგავსი თემები