გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცთან ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ტყეში გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ბრიგადებს მისვლა უჭირთ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებიდან დაახლოებით, ხუთ კილომეტრშია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ლოკაციაზე მისულები არიან, თუმცა რთული რელიეფის გამო, სახანძრო ბრიგადები უშუალოდ ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის მერიის სპეც ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, რათა ხანძრის ადგილამდე გზა გაიყვანონ იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

მსგავსი თემები