გორის იზოლატორთან მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა “ლელოს” ახალი წევრები წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი დაასახელა მამუკა ხაზარაძემ, გორში წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი აქტივისტი გიორგი ბუნტური სასჯელს იხდის.

“დღეს დასახელდა 12 წარმატებული ახალგაზრდის გვარი, რომლებიც “ლელოს“ რიგებს შეუერთდებიან. მათ შორის, ნომერ პირველი იყო სწორედ გიორგი ბუნტური. ის 17 ნოემბრს საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სასჯელს გორში იხდის.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ხაზარძემ. 

“ლელოს” 12 ახალი წევრია: გიორგი ბუნტური, ცოტნე ხეცურიანი, ლევან გოგავა, მარიამ პატარაია, დავით სირაძე, დავით დვალიშვილი, მარიამ ყიფშიძე, მიხეილ მუმლაძე, ბაჩანა ბარამიძე, გუგა კობახიძე, დავით კვინიკაძე და პაპუნა თევზაძე.

მსგავსი თემები