“გლობალურ ჯილდოს ხუთეულის ფორმატი არ გააჩნია” – ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა ხუთეულშია, სიცრუეა

ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულში მოხვდა, სიცრუეა, – აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებას, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულში არ მოხვედრილა, რადგან Global Teacher Prize-ს მხოლოდ ფინალური ათეული აქვს.

“სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი ხუთეული საერთოდ არ გააჩნია. უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

“მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,”- წერს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.  

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს, დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამოავლენენ.

მსგავსი თემები