“გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში” – ხათუნა ზახაშვილი დამსაქმებლებს

“გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში. ნუ დაჩაგრავთ მათ, თუკი დაავადების გამო დარჩებიან სახლში, თუნდაც ეს არ იყოს Covid-19, გარწმუნებთ, ასე სჯობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამით ისინი დაიცავენ სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას.

„დამსაქმებლები თუ უფრო მეტად იზრუნებენ თავის დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ. იმიტომ, რომ ერთი Covid-19 -ით დაავადებული შეიძლება გახდეს მათი საქმიანობის, ბიზნესის დროებით შეჩერების ან შეფერხების მიზეზი. გირჩევთ, რომ შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში,” – განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები