გიორგი შენგელია, სანდრა რუსლოვსს დებატებში იწვევს

“ქართული ოცნების“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,შევხვდით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებს. მათთან ერთად ის პრიორიტეტები და გეგმები განვიხილეთ, რომლის განხორციელებაც ჩემი მერად არჩევის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. მე ვაცნობე მათ იმის შესახებ, რომ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დემოკრატიის აუცილებელი პრინციპია,სწორედ ამიტომ მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სანდრა რულოვსს დებატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწვევს.

,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე – მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატებში ,,საზოგადოებრივი მაუწყებელზე“, სადაც შეგვეძლება ყველა ამ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას. ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმართულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა შენგელიამ.

მსგავსი თემები