გიორგი შაქარაშვილი საქმეზე, სავარუდოდ არიან დაკავებულები

ვრცელდება ინფორმაცია რომ რამდენიმე პირი დააკავეს წუხელ შაქარაშვილის საქმეზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა, გამოკითხვები იყო მცხეთის პოლიციაშიც.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 17 პირი.

მსგავსი თემები