გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს – მათ ბრალად ძალადობა ედებათ

გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული 17 პირი ძალადობის მუხლით დააკავეს, ისინი ამ დროისთვის დიღმის სამმართველოში იმყოფებიან.

ერთ – ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავება დილის საათებში მოხდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია დილის რვა საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის – 126 – ე მუხლით, მოსული ვარ იზოლატორში, აქ ჰყავთ გადმოყვანილი. ამ უბედურების კონკრეტულ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმყოფებოდა,  შემთხვევის ადგილი მან პირველი კონფლიქტისთანავე დატოვა,“ – განაცხადა ერთ – ერთი დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

დაკითხვაზე გვიან ღამით იმყოფებოდა გუკა ამირხანაშვილიც, როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განმარტა გუკა ამირხანაშვილმა ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტა  – ქამრიში“ მათთთნ ერთად იჯდა.

პარალელურად, გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა გამოკითხვები მცხეთის პოლიციაში, გამოიკითხა, სპორტსმენი, გიგი ტატიაშვილიც.

მსგავსი თემები