გიორგი შაქარაშვილის გვამის გაკვეთას ოჯახის დაქირავებული ექსპერტიც დაესწრო, ეჭვი ძალადობაზეა

მიაყენეს თუ არა დაზიანება  გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში, ექსპერტიზა ადგენს. მოზარდის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, საბოლოო დასკვნას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება. ეჭვი, რომ მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რეალურია. როგორ ოჯახის წევრები აცხადებენ, მთა საკმაოდ ბევრი საეჭვო კითხვა აქვთ.

როგორც გარდაცვლილი მოზარდის ბიძამ ექსპერტიზის ბიუროში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზას ენდობიან და მათ დასკვნას ელოდებიან, თუმცა, ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიც ჩართო.  გვამის გაკვეთას ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტიც დაესწრო.

“არაერთი ვერსია გვაქვს ოჯახს. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა ექსპერტიზის დასკვნით, მაგრამ ის პირველადი კონტურები, რომელსაც ექსპერტიზა გამოკვეთს, რამდენად საკმარისი იქნება დასკვნებისთვის, ამას მე ვერ გეტყვით. შესაძლებელია, დამატებითი კვლევები დასჭირდეს, არა ვიზუალური დათვალიერება, არამედ ლაბორატორიული კვლევები და ამის შემდეგ გაირკვეს” , – აღნიშნა გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

მაშველებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  

მსგავსი თემები