გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. 17 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

მსგავსი თემები