“გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმებით” – ზაალ უდუმაშვილი

“გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, წვლილი შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისასალმებელია.

„ნამდვილად არ ვიცი გიორგი მარგველაშვილი რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს, ეს მისი გადასაწყვეტია და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, რადგან ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ერთიანი ფრონტით გასვლა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, მისასალმებელია.

ახლა მაგიდას რომ გადახედოთ, ვინც ზის ოპოზიციურ გაერთიანებაში ნამდვილად, არ ვუთვლით ერთმანეთს რეიტინგებს და არც ვახსენებთ ყოფილ წყენებს. ახლა ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის, რაც იყო წარსულში, ვინაიდან მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება და ამ გზაზე ყველამ ერთად უნდა ვიაროთ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

https://mcm.ge/%e1%83%95%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/

მსგავსი თემები