გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მთავრობას მოვალეობა შეუწყდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებიბა დატოვა. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მთავარობა საკუთარი შეხედულებებით დააკომპლექტოს.

კვირიკაშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში ქვეყნის წარმატებებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას გარკვეულ საკითხებზე მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც უწევდა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვედით. მისივე სიტყვებით, რომ არა ასეთი პოლიტიკა, დღეს გაცილებით რთულ ვითარებაში ვიქნებოდით. “ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, რაც აუცილებლად მოიტანს დიდ შედეგებს” – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ის ცდილობდა ყოფილიყო თითოეული მოქალაქის პრემიერ მინისტრი.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი თემები