გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნას ბათუმში, ღია რესპუბლიკური ტურნირი მიეძღვნა 

ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლა თავისუფალ ჭიდაობაში, ორი დღის განმავლობაში, სპორტის ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია რესპუბლიკურ ტურნის მასპინძლობდა. ტურნირი ჭაბუკთა შორის 10 წ/კგ–ში გაიმართა და მისი მიზანი იყო ჭაბუკთა ნაკრები გუნდის პოტენციური და უახლესი რეზერვების გამოვლენა.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 90 ფალავანი ასპარეზობდა და სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სულ ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონის ტიტული ნიკა დოლიძეს ერგო ( 32კგ), ვერცხლის მედლის მფლობელები შოთა გურენიძე(23კგ) და გოგა დოლიძე გახდნენ(29კგ),ხოლო ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ :   სანდრო და რეზო ხიმშიაშვილები( 23კგ) და ზურა არაბიძე, კახა ფუტკარაძე (32კგ).

გამარჯვებული სპორტსმენები დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

 

 

მსგავსი თემები