“გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება” – კახა კალაძე

გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში პრობლემა არასდროს ჰქონია.

„გიორგი გახარიამ პარლამენტში მისვლაზე განმარტებები გააკეთა, მას არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება, როცა ამის დრო იქნება, პარლამენტში აუცილებლად მივა“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია პრემიერის პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს, კალაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო რეჟიმი გაუქმდა, ინტერპელაციის აუცილებლობა არ არის და პრემიერი სხვა ფორმატში მივა საკანონმდებლო ორგანოში.

მსგავსი თემები