გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების დასტაბილურებისთვის აქტიურად იმუშაოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად.

როგორც გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ეკონომიკური ზრდისთვის.

“დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც  წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს. თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ნაბიჯები მისი კომპეტენციის ფარგლებში,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები