გიორგი გახარიას მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს

„გიორგი გახარიას ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალურ  მოძრაობას“ ისტერიკის ატეხვასა და გარკვეული პროცესების გადაფარვაში ადანაშაულებს.

“იყო  თუ არა  სპეცრაზმელის მხრიდან გადაცდომა, ეს გასარკვევია, რადგან,  დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს. ყველა ფაქტი იქნება შესწავლილი. მეც ვარ მომხრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დანარჩენი არის იმ უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერიკა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა… ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისათვის ბოროტად გამოიყენა და აქციის დაშლაც სწორედ მათ პროვოკაციას მოჰყვა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები