გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს.

„რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას იმ პერიმეტრზე, წინა ხაზზე, უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით, აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, 30 გატაცებული პოლიციელი ამ მასაში და 300-ზე მეტი გატაცებული ფარი, პოლიციელებს, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება დაცვის და იძულებულები გახდნენ, გამოეყენებინათ გაზი. რატომ გაზი? რადგან გაზი პირველ რიგში, არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი. რატომ უკან? რადგან წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. იქით ვისროლეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად, ჯგუფურად, დაახლოებით 400-450 ადამიანი, შეტევაში არ იყვნენ ჩართულები, მათი გაფანტვა რომ მომხდარიყო“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები