გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

ხვალ 10:00 საათზე გიორგი გაბუნია სუსში დაიბარეს. ჯერ უცნობია, მივა თუ არა ის სუსში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარს ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან უახლოეს დღეებში დაიკითხება.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითად გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მან ინფორმაცია გამოძიებას არ შეატყობინა და გაბუნიას უსაფრთხოების ზომები თავად გაამკაცრა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

მსგავსი თემები