გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

გენერალური პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტს. 

პროკურატურაში, გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეცაა დაბარებული.

მსგავსი თემები