გიორგი ახვლედიანი „ტვ პირველთან“ სამართლებრივ დავას იწყებს და სარჩელს ამზადებს

გიორგი ახვლედიანი „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ახვლედიანი ამბობს, რომ იურისტებთან კონსულტაციებს გადის.

„მე ორშაბათს მივმართავ ჟურნალისტურ ქარტიას, ვნახოთ რა პოზიციას დაიკავებენ. კონსულტაციებსაც გავდივარ იურისტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მომზადდეს სპეციალური სარჩელი სასამართლოში, აქ პრობლემა ბუნდოვან კანონშია, რომელიც ვერანაირად ვერ იცავს,ვერც საჯარო პირს, ვერც რიგით ადამიანს. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ კონკრეტული არგუმენტები, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ჰაერში გასროლილ სკანდალად, რომელიც მეორე დღეს აღარ ახსოვს აღნიშნულ ტელეკომპანიას და ამზადებს მორიგ სკანდალს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე განმარტებით პოლიტიკურ აქტივობას ამ ეტაპზე არ აპირებს.

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები