გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ პარლამენტის შესასვლელებს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ, პარლამენტში შესასვლელ კარებს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.

გიგი უგულავამ პარლამენტის ეზოს შესასვლელ კარს ჯაჭვი გაუკეთა და ბოქლომით ჩაკეტა, გასაღები კი, მისი თქმით, ხალხს გადაეცემა.

გიგი უგულავამ შიგნით მყოფ სამართალდამცველებსაც მიმართა, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ისინი შიგნით შესვლას არავინ აპირებენ.
მოგვიანებით, სამართალდამცველებმა კარს ბოქლომი მოხსნეს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ და ყველა კარს გარედან ჩაკეტავენ.

მსგავსი თემები