გია ჟორჟოლიანი „პატრიოტებში“ „ოცნების“ რჩევით გაერთიანებას სისულელეს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცება – სოციალ დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „პატრიოტების“ ფრაქციასთან გაერთიანების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არც „ქართული ოცნების“ მითითებით გაუკეთებია და არც სხვა ვინმესთან კონსულტაციით.

„სისულელეა, რომ ვინმემ რამე მიმითითა ან მირჩია“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„ჩვენს ფრაქციაში იყო „ქართული ოცნების“ 2 წევრი. ისინი ჩვენს შეხედულებებს იზიარებდნენ და თანამშრომლობდნენ, მაგრამ თუ ჩვენ მკაფიო განსხვავებულ პოზიციას დავიკავებდით, ამ ადამიანებს თავიანთი არჩევანი უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ, ფრაქციულად საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გვქონდა. ის, რომ „პატრიორთა ალიანსი“ გადავარჩინეთ, არ შეესაბამება ვითარებას. ისიც, რომ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებამდე კონსულტაცია მქონდა “ქართულ ოცნებასთან,” სისულელეა. ჩემს გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებასთნ“ კავშირი არ ჰქონია. ისინი თვითონ მოვიდნენ, შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ საუბარი. არავითარი „ოცნების“ გეგმები და სცენარები არ არსებობს,“ – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები