გია ვოლსკი “პატრიოტთა ალიანსის” აქციებს მავნებლობას უწოდებს

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” აქციები მიმართულია იმისკენ, რომ აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან. მისი თქმით, კრამერის შეუსაბამო საქციელი, აშშ-ის განწობას საქართველოს მიმართ არ გამოხატავს. 

“ეს აქცია გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან, არ შეიძლება ვინმე კრამერის შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირო აშშ-ს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ, ამ ფორუმში მონაწილეთა საქციელზე ან განცხადებებზე. არის მცდელობა, აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან, ქართველების და საქართველოს მიმართ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” გუშინ, ამერიკის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მსგავსი თემები