“გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ” – პედიატრი მშობლებს მიმართავს

„როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ”, – ამის შესახებ პეტიტრი, ნუგზარ უბერი აცხადებს და მშობლებს კიდევ ერთხელ აძლევს რეკომენდაციებს: 

“ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოჰყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების ჩაკეტვა სახლში ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ  გაუმკლავდნენ სტრესს COVID-19-ის პირობებში. ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შემიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს.

სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფრთხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან  ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ“, – ამბობს პედიატრი ნუგზარ უბერი.

მსგავსი თემები