გზა ღრმა უფსკრულისკენ – 19 მაისი, გაწირვის თვალსაჩინოება – რედაქტორის ბლოგი

ამ ქალაქში, ზუგდიდში, ზუგდიდელებმა არჩევნების შემდეგაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა, როგორ? მეზობელი მეზობელს გადაემტერა, ქმარი – ცოლს, ძმა-ძმას, ბეძაშვილი – ბიძაშვილს, ვიღაც ერთი პარტიის მხარდამჭერია, ვიღაც კი მეორის. ოჯახის წევრები და ახლობლებიც კი ფარულ კამერებს უმონტაჟებენ ერთმანეთს… ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ერთმანეთს წირავენ იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიის გული მოიგონ. ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა-ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ახლობელია, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. 19 მაისის შემდეგაც ხომ ზუგდიდელები ხართ, ხომ უნდ იმეზობლოთ, იმეგობროთ, ინათესაოთ… 19 მაისით ამთავრებთ ყველაფერს? ამ ერთმა დღემ ღრმა უფსკრულისკენ დაგვაბრუნა. განვითარების ნიშან-წყალი არ ჩანს, რისი პოლიტიკური კულტურა, რა დემოკრატია, საერთოდ რაზეა საუბარი… წარმოდგენაც კი ძნელია რამდენი სიბინძურე, გადაკიდება, გადამტერება და სისხლი იქნება 2020-ში.

რა ფასი აქვს ასეთ გამარჯვებას!? გამარჯვებულები საკუთარ მამებზე, ძმებზე, დედებზე, კუთხეზე, ქვეყანაზე. ჩვენ გამარჯვების არსიც კი დაგვავიწყდა რა არის.

ეკა გულუა

მსგავსი თემები