“გვყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა, თუმცა, საგარეო ურთიერთობებში გვაქვს სისუსტე” – ვახტანგ ჭარაია

ეკონიმიკის ანალიტიკოსები, იმ გამოწვევებზე საუბრობენ ბიზნესთან მიმართებაში, რის წინაშეც შესაძლოა ქვეყანა აღმოჩნდეს პოსტკრიზისულ პერიოდში. ვახტანგ ჭარაია სასტუმროების ბიზნესზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასტუმროებს, ორი კვირის ვადა აქვთ გასახსნელად, რაც შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. მისივე განცხადებით პირველ ეტაპზე მეზობელი ქვეყნებიდან მცირე ვიზიტორებს უნდა ველოდოთ.

„სასტუმროს ვერ დავავალდებულებთ სრული მასშტაბით ამუშავებას, რადგან მისი შემოსავალი დაგეგმილთან შედარებით, შესაძლოა ბევრად ნაკლები გამოვიდეს, გაუჭირდება სხვა ბიზნესებსაც ბანკის სესხის გადახდა, ამიტომ შესაძლოა სახელმწიფომ გარკვეული პაკეტები შეიმუშავოს და უშუალოდ სასტუმრო ნომრების გასხვისებაზე გააკეთოს გარკვეული სუფსიდირება, შესაძლოა ამან შევსების უკეთესი მაჩვენებელი მოუტანოს სასტუმროებს, ეს სტიმული იქნება დამსვენებლისთვის.“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

პრემიერ – მინისტრის გამოსვლას ეკონომიკის ანალიტიკოსი პოზიტიურად აფასებს და გახარიას წარმატებულ პრემიერად თვლის.

„გუშინდელი პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კომპეტენტური შეიძლება გადაუჭარბებლად ვთქვათ,  რომ გვყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა, თუმცა გარკვეულ სამინისტროებში გვაქვს სისუსტეები, მაგალითად საგარეო ურთიერთობებში ეიმჩნევა ეს სისუსტე, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ძლიერი მხარე გამოაჩინა, ეკონომიკის მინისტრი აკეთებს იმაზე მეტს ვიდრე ეს შესაძლებელია ასეთ ვითარებაში.“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები