გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და ფორმიანი პირების პოლიტიკაში ჩართვის შედეგი – ირაკლი სესიაშვილი

​პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, სამხედრო პირების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და მათ პოლიტიკაში ჩართვას, რადგან, მისივე თქმით, ამას ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგი მოაქვს.

​როგორც სესიაშვილი განმარტავს, ეს პრინციპი საერთაშორისო ნორმებით არის აღიარებული. გარდა ამისა, საქართველოს, ახლო წარსულიდან აქვს გამოცდილება, თუ რა შედეგი მოიტანა ფორმიანი პირების პოლიტიკაში ჩართვამ.

“არ შეიძლება სამხედროების და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა, ეს ანგრევს სისტემას. ძალიან კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმებში განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქმედება ჩაბარდა წარსულს. ამ ქმედებით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ და ამას კამპანიური ხასიათი აქვს, კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობასთან. არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის ჩართო სამხედროები”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ განცხადებების უკან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები.

მსგავსი თემები