“გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში”- კახა კალაძე

თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძეს განცხადებით, პარტია “ქართულ ოცნებას” აქვს რესურსი და საშუალება იმისა, რომ 2020 წელს, პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს. 

მისი თქმით, თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში, დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე.

“მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის არჩევნებზე და თავიანთი გემოვნების მიხედვით, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც იქნება წარდგენილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელი პროგრამაც ახლოს იქნება კონკრეტულ ადამიანებთან, ზუსტად ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილების მიხედვით იქნება წარმოდგენილი 2020 წლის პარლამენტი. რაც შეეხება თანამშრომლობას ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და იმის რესურსიც გააჩნია დღეს პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, რომ უმრავლესობით მოვიდეს 2020 წლის პარლამენტში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები